„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის თაობაზე

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016048
9
03/09/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
320110000.17.010.016048
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2015 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველო კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, №39, 23.03. 2006, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„1.ნუმერაციის რესურსი გაიცემა კომისიის მიერ, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ (შემდგომში „ავტორიზებული პირი“) ან/და არაავტორიზებულ პირებზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ნებართვით, ან მინიჭების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნუმერაციის რესურსის მინიჭება ხორცილდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით, ავტორიზებულ ან/და არაავტორიზებულ პირებზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების პირობები

1. კომისიის მიერ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭება ხორციელდება ევროკომისიის 2007 წლის 15 თებერვლის №2007/116/EC გადაწყვეტილებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

2. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსები (ევრონომრები) გამოიყენება შემდეგი მომსახურებისთვის:
ა) დაკარგული ბავშვების ცხელი ხაზი – 116 000;
ბ) ბავშვთა დახმარება – 116 111;
გ) ფსიქოლოგიური სატელეფონო დახმარება – 116 123;
დ) ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი 116006;
ე) არაგადაუდებელი სატელეფონო სამედიცინო დახმარება 116117.
3. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების მიზნით დაინტერესებულმა პირმა, გარდა ამ წესების მე-10 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) იურიდიული პირისათვის წესდების ასლი და იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიმართულების აღწერა (მისია);

ბ) საზოგადოებრივი მომსახურების იმ სფეროში საქმიანობის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,  რომელ სფეროშიც ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭებას ითხოვს;

გ) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.

4. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) გამოყენებით, მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით; დაკარგული ბავშვების ცხელი ხაზის – 116 000-ის გარდა, თუ სხვა საზოგადოებრივი სამსახურების მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის 24 საათის განმავლობაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყველაზე მარტივი და შესაბამისი ფორმით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მომსახურების ხელმისაწვდომობის დროის შესახებ, რაც არ უნდა იყოს დღე-ღამის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები;
ბ) მომსახურება ბოლო მომხმარებლისთვის უნდა იყოს უფასო;
გ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა კომისიას წარმოუდგინოს გაწეული მომსახურების ანგარიში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია აფასებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების თაობაზე.

6. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი უთხრას განმცხადებელს საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების თაობაზე, თუ:

ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიზანი არ შეესაბამება საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) დანიშნულებას;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილია სხვა განაცხადი იმავე სახის საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების თაობაზე და განმცხადებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ფინანსური, მოტივაციური და სამუშაო გამოცდილებით სარგებლობს უპირატესობით.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის მიზნით შექმნილია საჯარო დაწესებულება და საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) თავისუფალია შესაბამი მომსახურებაზე, ნუმერაციის მინიჭებისას უპირატესობა ენიჭება საჯარო დაწესებულებას, შესაბამისი განცხადების არსებობის შემთხვევაში.

8. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე შემოსულია რამდენიმე განაცხადი, კომისიის მიერ განაცხადებების თანაბარი შეფასებისას უპირატესობა ენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.“ .

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
თავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე