შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროექტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანისა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019606
  • Word
1509
10/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
000000000.00.003.019606
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროექტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანისა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1509

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროექტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანისა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შენატანის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1828 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №494 განკარგულების საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანილ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროექტის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი.

2. ,,სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდმა“ შპს „პროექტის“ კაპიტალში განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №494 განკარგულებით მოწონებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების შეტანა.

3. სს „საპარტნიორო ფონდმა“ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და აქციათა რეესტრში.

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი