დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019605 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1508
2015 წლის 1 0 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა (შემდგომში − ცენტრი), გაეროს განვითარების პროგრამასა და ცენტრს შორის 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების − „საქართველოს პირველი ორწლიანი მოხსენება გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში (ქვეყნის სითბური გაზების ინვენტარიზაციის შესახებ ანგარიშის მომზადება)“ ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი ტრენერების მომსახურების შესყიდვა:
ა) გრიგოლ ლაზრიევი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი;
ბ) კახაბერ მდივანი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები