„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.170.016126
46
20/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
190020020.35.170.016126
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2015 წლის 20 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016072) შეტანილი იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის „5.2.2.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2.2. 30,0 ათასი ლარი – ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302)

ითვალისწინებს ომის ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 150 - ლარიანი დახმარება პენსიაზე დანამატის სახით ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების  თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია