„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016343
34
20/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
010250020.35.143.016343
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2015 წლის 20 ივლისი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4 პუნქტის საფუძველზე  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის  №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17.07.2014წ., 010250020.35.143.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:

„ზ) აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №22 დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის" 51  მუხლის შესაბამისად.  ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ საკრებულოს აპარატის დებულებას  დაემატოს 31 მუხლი

„მუხლი 31 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №22 დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის" 51 მუხლით განსაზღვრული საქმისწარმოების მიზნით საკრებულოს  აპარატმა უზრუნველყოს:

ა)  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა;

ბ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“  დანერგვა.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე