„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.143.016342
33
20/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
010250040.35.143.016342
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2015 წლის 20 ივლისი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4  პუნქტის საფუძველზე,  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“    ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის  №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17.07.2014 წ. 010250040.35.143.016251) შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის 51 და 52  მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 51. საკრებულოს საქმისწარმოება

1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით  „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

ბ) მუხლი 52 . ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. საკრებულოს რეგლამენტის 51 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვა;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა;

გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე