დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016341 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/11/2014, 010250050.35.143.016295) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41 . გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური სამსახურების ელექტრონულ საქმისწარმოებას.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 42 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. გამგეობის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციულმა სამსახურმა გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუნიციპალურ სამსახურში უზრუნველყოს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვა; ბ) ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგვა. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტ ბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები