„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016340
31
20/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
010250050.35.143.016340
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2015 წლის 20 ივლისი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4  პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 30-ე  მუხლს  დაემატოს  301 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 301. გამგეობის საქმისწარმოება

1. გამგეობაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის “დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

4. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. გამგეობის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 30-ე  მუხლს  დაემატოს  302 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 302. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. ამ დებულების 301 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით გამგეობის ადმინისტრაციულმა სამსახურმა ყველა მუნიციპალურ სამსახურში უზრუნველყოს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვა;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა;

გ) გამგეობის მოხელეთა სწავლება ეექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე