„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის N757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016307
1104
22/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
010320040.22.029.016307
„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის N757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის N757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება  №1104

2015 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის №757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების,  საკონკურსო თემატიკის,  გასაუბრების შეფასების  და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის №757 ბრძანებაში (ვებგვერდი, 12.11.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.029.016097) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 1

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების (დარგი/სპეციალობა – საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები) ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა  ეკონომიკა) მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება  აუცილებელია საჯარო სამსახურში ბუღალტერიის მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი  გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook -  კარგი ცოდნა;

ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის E Treasury კარგი ცოდნა (სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად).

3. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის №61 ბრძანება;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ზ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;

თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 16 აპრილის  №364  ბრძანება;

ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

კ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი