აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N28999-15 (შპს "ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

  • Word
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N28999-15 (შპს "ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8999=2015
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/07/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8999=2015
02/07/2015
ვებგვერდი, 21/07/2015
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N28999-15 (შპს "ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქმე №2/8999-2015

 

 

 

 

 

 

კრედიტორთა კრების ოქმი

(ამონაწერი)

 

2 ივლისი , 2015 წელი                                                                                   ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს” კრედიტორთა კრება

 

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

 

   მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

   „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები, გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

   მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ არ არის წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და კრედიტორი თანახმა არის გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი წიკლაური თანახმა არის დაინიშნოს გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

   ამდენად, შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს” მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

   სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, 21-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

   ადგილზე თათბირით დაადგინა:

1. შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                             ლაშა ქოჩიაშვილი