დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016182 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.01.2015წ., 010250050.35.164.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოქალაქე, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – საყოველთაო დაზღვევით დაუფინანსებელი 500-ლარამდე თანხის თანადაფინანსება – 50%-ით; 1000 ლარამდე – 30%, ხოლო 1000 ლარი და ზევით – 20%, მაქსიმუმი გასაცემი თანხა – 500 ლარი.”. 2. დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „14. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვთა ცერებრალური დამბლით და ეპილეფსიის რთული ფორმით დაავადებული პაციენტების დახმარება მედიკამენტების შესაძენად. ტრანსპორტირების ხარჯის დასაფარი თანხა, თითოეულზე არაუმეტეს 400 ლარისა წელიწადში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები