,,ბოლნისის მუნიციპლაიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016245
37
20/07/2015
ვებგვერდი, 22/07/2015
010250050.35.158.016245
,,ბოლნისის მუნიციპლაიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2015 წლის 20 ივლისი

ქ. ბოლნისი

   ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07.2015, 010250050.35.158.016243) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
 
მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ქ. ბოლნისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისათვის მიმართვას, ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების ნაცვლად, უნდა დაერთოს:
ა)პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანდას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას – სიტუაციური რუკა(ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
ბ) ზონის მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას  – რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების  გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი