„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016246
38
20/07/2015
ვებგვერდი, 22/07/2015
190020020.35.158.016246
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 20 ივლისი

ქ. ბოლნისი

    „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 
მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 190020020.35.158.016207) დამტკიცებულ წესის მე-13 მუხლში შევიდეს  ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:  

„მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) და სამედიცინო დახმარება

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიურ გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

2. სამედიცინო დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების ერთობლივი აქტისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

3. ერთჯერად (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს;

ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონრები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;

ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი (მათ შორის, ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე), განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2014-2015 წწ. პეროიდში) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
6. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდა გადარიცხვა;

ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი