„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018742
357
20/07/2015
ვებგვერდი, 20/07/2015
010220030.10.003.018742
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2015 წლის 20 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის გათვალისწინებითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge., 20/01/2014, 010220030.10.003.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს მდივანი:

ა) ხელმძღვანელობს აპარატს;

ბ) უზრუნველყოფს აპარატის საქმიანობის ორგანიზებას;

გ) წარმოადგენს აპარატს ან უფლებას ანიჭებს აპარატის წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგავს აპარატის ფინანსურ სახსრებს, იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ე) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ასევე აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებას, სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;

ი) ამტკიცებს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

კ) ამტკიცებს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს;

ლ) ამტკიცებს აპარატის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირთა ნუსხას;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს აპარატის მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე;

ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საბჭოს მდივნის მოადგილეებსა და აპარატის სხვა მოსამსახურეების კანდიდატურებს;

ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოსამსახურეებს, გარდა საბჭოს მდივნის მოადგილეებისა;

პ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, აპარატში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;

ჟ) უფლებამოსილია, აპარატის მოსამსახურეებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს დანამატი;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;

ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებასა და საიდუმლოობის გრიფის შეცვლას;

ტ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;

უ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმებს;

ფ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ქ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას;

ღ)  საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ, არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი თებერვლისა;

ყ) აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას;

შ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.“;

 

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;

ბ) შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი;

გ) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი;

დ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).“;

 

გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) საბჭოს მდივნის დავალებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მოსაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;

ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;

დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ე) ახორციელებს აპარატის საკადრო საქმიანობას;

ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; უზრუნველყოფს აპარატს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და მომსახურებით;

ზ) ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

თ) ახორციელებს აპარატის ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.“;

 

დ) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ე) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. საბჭოს მდივნის მოადგილეები

1. საბჭოს მდივანს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომლებსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს მდივნის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება საბჭოს მდივნის ბრძანებით.

3. საბჭოს მდივნის მოადგილეები, საკურატორო სფეროების შესაბამისად, კოორდინაციას უწევენ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

4. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი (დანართი №2) და  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №2

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი

 

1

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე

1

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

3

 სულ

5

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

4

მრჩეველი

5

წამყვანი სპეციალისტი

5

უფროსი სპეციალისტი

2

სპეციალისტი

2

 

სულ

20

 

 

შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის  დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2

უფროსი მრჩეველი

7

მრჩეველი

5

 

სულ

15

 

 

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

5

მრჩეველი

5

 სულ

12

 

ეკონომიკური უსაფრთხოების  დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

4

მრჩეველი

2

 სულ

8

 

თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

3

მრჩეველი

2

 სულ

7

 

 

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2

უფროსი მრჩეველი

4

მრჩეველი

4

სპეციალისტი

3

                                                                                                                 სულ

14

 

 

ჯამში

  81   შტატი

 

დანართი №3

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარში)

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი

 

3 200

2

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე

 

2 950

3

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

 

2 925

4

დეპარტამენტის დირექტორი

2 900

5

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2 700

6

უფროსი მრჩეველი

2 200

7

მრჩეველი

1 800

8

წამყვანი სპეციალისტი

1 600

9

უფროსი სპეციალისტი

1 400

10

სპეციალისტი

1 100