დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.175.016084 |
|
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №
52 დადგენილებაში,(www.matsne.gov.ge, 31.12.2014, 190020020.35.175.016052) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5883,9 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3889,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 058.4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3 956,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2656,40 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის
ა) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2919,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 262,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-729,1)ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-812) ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 812.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება(-82,9) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ქალაქ მცხეთის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 8,7 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 42.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 21,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 21,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად, რისთვისაც აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქალაქ მცხეთაში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა , პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველ ქალაქ მცხეთაში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების. 2015 წელს დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ მცხეთაში. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების მშენებლობა - რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2015 წელს დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქ მცხეთის ქუჩების გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქალაქ მცხეთის ქუჩების სისუფთავისათვის აუცილებელია სხვადასხვა სახის ურნების შესყიდვა. 2.2.3 შენობების სახურავების შეკეთება და საძირკვლის გამაგრება (პროგრამული კოდი03 02 04) ქალაქ მცხეთაში არსებული ავარიული სახლების შეკეთება. 2.2.4 ქალაქ მცხეთაში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია (პრობგრამული კოდი 03 02 05) ქალაქ მცხეთაში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია (ქალაქ მცხეთაში სხვადასხვა ქუჩების მოპირკეთება). 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. ქალაქ მცხეთაში არსებული №5 საბავშვო ბაგა-ბაღის ცენტრალური გათბობის დაფინანსება. 2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები,საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ქალაქ მცხეთის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის მომზადება. 2.3.1 სკვერების და მოედნების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 0402) 2015 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში სკვერების, სტადიონებისა და მოედნების მოწყობა. 2.3.2 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ" მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური „ს/კ 436036246“(პროგრამული კოდი 03 0408) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების, საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ს/კ 436036264“ (პროგრამული კოდი 04 01) თვითმმართველ ქალაქ მცხეთაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 500-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თვითმმართველი ქალაქ მცხეთის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა" ს/კ 436036380 (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა (93-მდე მოსწავლე). 4.2 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ს/კ 436036362 (პროგრამული კოდი 05 02 01) თვითმმართველი ქალაქ მცხეთის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებებია. ა(ა)იპ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელშიც გაერთიანებულია : Ø ქალაქ მცხეთის მთავარი კულტურის სახლი; Ø ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა; Ø ბიბლიოთეკები: ქალაქ მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური, ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო,ქალაქ მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. Ø სპორტული სკოლები: ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა და მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, სადაც სწავლობს 220-მდე მოსწავლე. ქალაქ მცხეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს კალათბურთის, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, ველოსპორტის და ჭადრაკის წრეები, ნიჩბოსნობის შემდეგი სახეები: აკადემიური, საბაიდარე და კანოე. 4.2.1 შპს საფეხბურთო კლუბი „მცხეთა“ ს/კ 436037744 (პროგრამული კოდი 05 02 06) ქალაქ მცხეთაში დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი „მცხეთა“ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.3 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი" ს/კ 436036647 (პროგრამული კოდი 05 04) ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება ა(ა)იპ ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ , რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა შიდა ტურიზმი, შემოყვანის ტურიზმი, კურორტები და რეკრეაცია. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ს/კ 436036184 (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø ქალაქ მცხეთაში მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø ქალაქ მცხეთაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის გაჭირვებული ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა. 5.2.2 სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. 5.2.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია. 5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 0204) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: Ø სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება(მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); Ø ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. 5.2.5. მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (4 და მეტი, 19 წლამდე ასაკის); 5.2.6 ა(ა)იპთვითმართველ ქალაქ ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო’’ ს/კ 436031802 (პროგრამული კოდი06 02 06) Ø ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.7 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ ს/კ 436036610 (პროგრამული კოდი 06 02 07) ქალაქ მცხეთაში ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების მოზიდვის მიზნით შეიქმნა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ , რომლის მიზანი და ამოცანებია კონტაქტების დამყარება შესაბამისი კონტრაქტებისა და ევროსაბჭოს და ევროკავშირის სტრუქტურებთან, აშშ-ის სავაჭრო პალატასთან საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარულ (დონორ) და სხვა ორგანიზაციებთან; განსაზღვრულ ამოცანებზე და მიმართულებებზე მუშაობა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბების შეხვედრების, რომელებიც განავითარებს კონტაქტებს და გააფართოებს პარტნიორთა (დონორთა) წრეს. 5.2.8 უპატრონო ძაღლების იზოლირება (პროგრამული კოდი 06 03) ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული უპატრონო ძაღლების გადაყვანა შესაბამის თავშესაფარში. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები