საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016493
78
23/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
100020020.22.038.016493
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №78

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის  60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №60 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016475, 26.06.2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის:

ა) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ბ) 2ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; “.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობას;

ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან კავშირს და განსაზღვრავს სამინისტროს პერსონალის ინტერნეტ რესურსებზე დაშვების უფლებას;

გ) ახორციელებს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული კომპიუტერული პროგრამების ადმინისტრირებას;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს.”.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი