დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18-69 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.016182 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 79-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-52 დადგენილებაში (ვებგვერდი, 16.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016049) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ”. 2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების თანდართული წესი.”. 3. დანართი №1-ით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის“ ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესი” ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მომსახურების დაჩქარებული წესით გაწევისა და ექსკლუზიური მომსახურების გაწევის წესს, მათზე დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებსა და მათი გადახდის წესსა და პირობებს.“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.“; დ) მე-5 მუხლის დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის განაკვეთები“; დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, იმ ადმინისტრაციული ორგანოების, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 1 დღეში, საფასურის განაკვეთი – 500 ლარი; 5 დღეში, საფასურის განაკვეთი – 300 ლარი. ამ მომსახურებებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.“; დ.გ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაზე, გარდა პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 5 და 7–დღიანი დაჩქარებული მომსახურებისა, „გ.ა.” ქვეპუნქტისა, „გ.ბ.” და „გ.გ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული 3-დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა;“ ე) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ექსკლუზიური მომსახურება და მისი საფასური 1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებით განსაზღვრული III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა – ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სამსახურთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს ექსკლუზიური მომსახურებით. 2. ამ წესის მიზნებისათვის, ექსკლუზიური მომსახურება გულისხმობს კონსულტაციას სპეციალისტთან, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაინტერესებულ პირს აწვდის რეკომენდაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის თაობაზე. დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შევსებას ტექნიკური ან/და სამართლებრივი კუთხით. 3. ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტი გაეცნობა დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 2 დღის განმავლობაში აცნობებს მას გადაწყვეტილებას ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იწყება ადმინისტრაციული წარმოება III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა – ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დაწესებულ საფასურს და სპეციალისტთან შეხვედრის მიზნით ირჩევს ვიზიტის სასურველ დღესა და დროს. ვიზიტი შესაძლებელია დაინიშნოს ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის გადახდიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ. 4. სამსახური უარს აცხადებს ექსკლუზიური მომსახურების გაწევაზე, თუ, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების გაწევა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. 5. ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს არაუმეტეს 3 ვიზიტით, ამ წესით დადგენილი ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს. 6. დაინტერესებული პირის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი დარეგისტრირდება, რომლის შემდგომ იწყება ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით. 7. იმ შემთხვევაში, თუ სამი ვიზიტის ფარგლებში დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, ექსკლუზიური მომსახურება შეწყდება. 8. ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს 3000 ლარს. 9. ექსკლუზიური მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას ამ წესითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებისა.“ ზ) მე–6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დაჩქარებული მომსახურებისა და ექსკლუზიური მომსახურების ვადის გამოთვლა“; თ) მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის დაჩქარებული მომსახურებით და ექსკლუზიური მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ წესით დაწესებული საფასური, გარდა ამ წესის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ ი) მე–8 მუხლის ი.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება“; ი.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.“; ი.გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე; გ) სამსახურმა დაჩქარებული მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში; დ) დაინტერესებული პირის კონკრეტულ დაჩქარებულ მომსახურებაზე პირველი მომართვისას, სამსახურის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი.“; ი.დ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.“; ი.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; კ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი: „მუხლი 9. ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ ექსკლუზიური მომსახურების გაწევისათვის საფასური გადახდილია ამ წესის 51 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ საფასურზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ საფასურს შორის. 2. ექსკლუზიური მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები