დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016446 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7, მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია: ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება; ა.ბ) იურიდიული სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ა.ბ.ა) იურიდიული განყოფილება; ა.ბ.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების განყოფილება; ა.ბ.გ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება; ბ) რუსთავის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება და მასში შემავალი საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება; ბ.ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება; ბ.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება და მასში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება; ბ.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება; ბ.გ) საექსპერტო შემოწმების სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ბ.გ.ა) საექსპერტო შემოწმების განყოფილება; ბ.გ.ბ) დათვალიერების განყოფილება; გ) რეგიონების მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: გ.ა) ხეითის განყოფილება; გ.ბ) ქ. თელავის განყოფილება; გ.გ) ქ.გორის განყოფილება; გ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება; გ.ე) ქ. ქუთაისის განყოფილება; გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება; გ.ზ) ქ. ფოთის განყოფილება; გ.თ) ქ. ზუგდიდის განყოფილება; გ.ი) ქ. ბათუმის განყოფილება; გ.კ) ოზურგეთის განყოფილება; დ) უსაფრთხოების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: დ.ა) ინსპექტირების განყოფილება; დ.ბ) შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია: დ.ბ.ა) I ქვეგანყოფილება; დ.ბ.ბ) II ქვეგანყოფილება; დ.ბ.გ) III ქვეგანყოფილება; ე) ადამიანური რესურსების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ე.ა) შერჩევის განყოფილება; ე.ბ) ტრენინგებისა და განვითარების განყოფილება; ე.გ) ადმინისტრირების განყოფილება; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ვ.ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ვ.ბ) განვითარების განყოფილება; ვ.გ) მხარდაჭერის განყოფილება; ზ) საფინანსო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ზ.ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ზ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია ქონების მართვის ქვეგანყოფილება; ზ.გ) შესყიდვების განყოფილება; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია ტექნიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება და მასში შემავალი რეგიონალური ჯგუფი; ზ.ე) მარაგების მართვის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია საწყობის ქვეგანყოფილება; ზ.ვ) ტრანსპორტის განყოფილება; ზ.ზ) სანომრე ნიშნების განყოფილება; თ) თბილისის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: თ.ა) სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: თ.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება; თ.ა.ბ) საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილება; თ.ბ) სანებართვო სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: თ.ბ.ა) სანებართვო განყოფილება; თ.ბ.ბ) ბალისტიკური შემოწმების განყოფილება; თ.გ) საცნობარო განყოფილება; თ.დ) მართვის მოწმობების გაცემის განყოფილება; ი) ლეგალიზაციისა და აპოსტილის განყოფილება; კ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ლ) სატელეფონო მომსახურების განყოფილება.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. ადმინისტრაცია (სამმართველო) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო ინფორმაციის გაცემას, საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფას, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციის (სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) იურიდიული სამსახურის: ა.ა) იურიდიული განყოფილება ახორციელებს: ა.ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ა.ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, ზეპირი მოსმენის ჩატარებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.ა.გ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების როგორც სასამართლოში, ასევე სხვა პირებთან წარმოდგენასა და დაცვას; ა.ა.დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას; ა.ა.ე) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას; ა.ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ა.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების განყოფილება ახორციელებს: ა.ბ.ა) სააგენტოს დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს; ა.ბ.ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას; ა.ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას; ა.ბ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ა.გ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება ახორციელებს: ა.გ.ა) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას; ა.გ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ა.გ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას; ა.გ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ საკანცელარიო ჟურნალებში აღრიცხვას; ბ.ბ) ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას; ბ.გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას; ბ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. რუსთავის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. რუსთავის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) რუსთავის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის: ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ა.ა.ა) რუსთავის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას; ა.ბ) რუსთავის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) რუსთავის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის: ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დაკარგული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლასა და აღდგენას დადგენილი წესით; საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; ბ.ა.ა) რუსთავის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილებაში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას; გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს; ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; გ) რუსთავის სამმართველოს საექსპერტო შემოწმების სამსახურის: გ.ა) საექსპერტო შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს: გ.ა.ა) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას; გ.ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას; გ.ა.გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; გ.ა.დ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; გ.ა.ე) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას; გ.ა.ვ) იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; გ.ა.ზ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას; გ.ა.თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას; გ.ბ) დათვალიერების განყოფილება ახორციელებს: გ.ბ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; გ.ბ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; გ.ბ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. რეგიონების მართვის სამმართველო, რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის რეაგირებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; დ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დაკარგული ან დაზიანებული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლასა და აღდგენას დადგენილი წესით; საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; ე) „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას; იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; თ) საქმისწარმოების ორგანიზებას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 4. უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. უსაფრთხოების სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) უსაფრთხოების სამმართველოში შემავალი ინსპექტირების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულ შემოწმებას; ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ა.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას; ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ბ) უსაფრთხოების სამმართველოში შემავალი შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება მასში შემავალი I, II და III ქვეგანყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს: ბ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე: ბ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ბ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას. 5. ადამიანური რესურსების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ადამიანური რესურსების სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) შერჩევის განყოფილება ახორციელებს: ა.ა) სააგენტოში მუშაობის დაწყების შესახებ შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას; ა.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.გ) სააგენტოში მისაღებ კანდიდატთა შესწავლასა და შესაბამის შემოწმებას; ა.დ) სპეციალური კონკურსის ორგანიზებას; ა.ე) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას; ა.ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობას; ბ) ტრენინგებისა და განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას; ბ.ბ) ადამიანური რესურსების ტრენინგების ორგანიზებას; ბ.გ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობას; გ) ადმინისტრირების განყოფილება ახორციელებს: გ.ა) სააგენტოში მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების და გათავისუფლების თაობაზე მასალების მომზადებას; გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; გ.გ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას; გ.დ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; გ.ე) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობას; გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას; გ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ მასალების მომზადებას; გ.თ) შესაბამისი ცნობების გაცემას სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე; გ.ი) სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლებისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ გაცემას; გ.კ) პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას, შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას; გ.ლ) სააგენტოში შემავალი დანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებების მომზადებას; გ.მ) სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზებას; გ.ნ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად სხვა საკადრო ღონისძიებებს. 6. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო ახორციელებს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ტექნიკის (მონაცემთა ბაზები, სერვერები, ქსელური მოწყობილობები) მონიტორინგს. უზრუნველყოფს მათ გამართულ მუშაობას, უსაფრთხოებას და გარე შეჭრისგან დაცულობას, მონაცემთა ბაზების მოვლას. გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებელია პრობლემის დროულ აღმოფხვრაზე; ბ) განვითარების განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით, შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას; გ) მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. 7. საფინანსო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. საფინანსო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზებას; ა.ბ) სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენას, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებასა და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ა.გ) წლიური ბიუჯეტის დამტკიცებამდე გასული, მიმდინარე და დასაგეგმი ბიუჯეტების თაობაზე შესაბამისი ანალიზის მომზადებას და სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენას; ა.დ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწესის მომზადებას და სამინისტროში წარდგენის ორგანიზებას; ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სააგენტოს დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების მომზადებას და სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებას; ა.ვ) სააგენტოს ბიუჯეტის ანგარიშების (ყოველთვიური, კვარტალური) მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზებას; ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროსთან შესათანხმებელი საკითხების მომზადებას და სააგენტოს ხელმძღვანელისთვის წარდგენას; ა.თ) სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების პროექტის განსაზღვრას, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებას და შესაბამისი პროექტის სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენას; ა.ი) სააგენტოს საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების პროექტების განხილვას და მათი ფინანსური გაანგარიშებების მომზადებას; ა.კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება: ბ.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საფინანსო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორესა და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე); ბ.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას; ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობისათვის სოციალური ხარჯების დარიცხვას; ბ.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; ბ.ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ.ვ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს: ბ.ვ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ვ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ბ.ვ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ბ.ვ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, დასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას; ბ.ვ.ე) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენას; ბ.ვ.ვ) სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ბ.ვ.ზ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად; გ) შესყიდვების განყოფილება: გ.ა) ახორციელებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას; გ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას; გ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს; გ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; გ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე; გ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; დ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია ტექნიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება და მასში შემავალი რეგიონალური ჯგუფი: დ.ა) ახორციელებს კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის აღრიცხვასა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; დ.ბ) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას; დ.გ) ახორციელებს სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვის კონტროლს; ე) მარაგების მართვის განყოფილება: ე.ა) ახორციელებს სააგენტოსათვის მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას; ე.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე; ე.გ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ე.დ) მარაგების მართვის განყოფილებაში შემავალი საწყობის ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს: ე.დ.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები, სანომრე ნიშნები, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) მიღებას, შენახვასა და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემას; ე.დ.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით; ე.დ.გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას; ე.დ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე.დ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თანამშრომლებზე გაცემას; ე.დ.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას; ვ) ტრანსპორტის განყოფილება ახორციელებს: ვ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას; ვ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას; ვ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით; ვ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს; ვ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას; ზ) სანომრე ნიშნების განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას; დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 8. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის: ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება ახორციელებს: ა.ა.ა) სატრანსპორტო საშუალების სადილერო ცენტრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; ა.ა.ბ) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნას ჩამოწერის საფუძველზე; ა.ბ) საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ბ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; ა.ბ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; ა.ბ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას; ა.ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას; ა.ბ.ე) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; ა.ბ.ვ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; ა.ბ.ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას; ა.ბ.თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას; ბ) თბილისის სამმართველოს სანებართვო სამსახურის: ბ.ა) სანებართვო განყოფილება უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ბ.ბ) ბალისტიკური შემოწმების განყოფილება ახორციელებს: ბ.ბ.ა) იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; ბ.ბ.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას; გ) თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; დ) თბილისის სამმართველოს მართვის მოწმობების გაცემის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: დ.ა) დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას, მართვის მოწმობის შეცვლას, აღდგენას, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; დ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 9. ლეგალიზაციისა და აპოსტილის განყოფილება ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საექსპერტო შემოწმებასა და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 10. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) მომსახურების სააგენტოს კორპორაციული სტილის ფორმირებას, კორპორაციული ბროშურების, საიმიჯო და სარეკლამო მასალების მომზადებას; ბ) მომსახურების სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას; გ) ბაზრის კვლევას და ანალიზს, სერვისების გაყიდვების სტიმულირებას; დ) ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების სტრუქტურის ფორმირებას და ბრენდირებას; ე) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში სააგენტოს გვერდის ადმინისტრირებას; ვ) საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას. 11. სატელეფონო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 12. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოსა და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას აქვთ როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენების უფლება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 21 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები