დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016249 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გეცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში (სსმ, 010250020.35.119.016234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების II თავის მესამე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1“. მიუხედავად სულადობისა იმ მომენტისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთაც სსიპ – მომსახურების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მიენიჭა 65 000-დან 80 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. ". 2. დადგენილების II თავის მერვე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2“. ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები, რომელთაც სსიპ – მომსახურების სააგენტოს მომსახურების შედეგად მიენიჭა 1-დან 65001-მდე, სარეიტინგო ქულა სამედიცინო სადაზღვევო პროგრამის დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განისაზღვროს 1000(ათასი) ლარამდე 100%-ით. ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სსიპ – მომსახურების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მიენიჭა 65001-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი დოკუმენტაციით (ანგარიშფაქტურით) განსაზღვრული თანხის 50%-ით (არაუმეტეს 500 – ლარისა). ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სსიპ – მომსახურების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მიენიჭა 100001-დან ზევით ან არ არის რეგისტრირებული სსიპ – მომსახურების სააგენტოში. თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი დოკუმენტაციით ( ანგარიშფაქტურით) 30%-ით (არაუმეტეს 300 – ლარისა). ". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები