დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.160.016310 |
|
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2014 წლის 25 ივნისის №226 (www.matsne.gov.ge, 27/06/2014, 330090020.35.160.016209) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს ფუნქციონირებას;“ ; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო, მისი უფლებები და მოვალეობები 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭოს კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ბ) ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშევების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად; გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; თ) სხვა საქმიანობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 3. საბჭოს ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. "; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული კ2 კოეფიციანტის მნიშვნელობის გაზრდას.“ ; დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო მოთხოვნას თანდართულ საბუთებთან ერთად აგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები