„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25833
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 16/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016335
  • Word
25833
16/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
000000000.00.00.016335
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25833

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდე გამოწერილ მოწმობაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა ფიზიკური აწონვის მონაცემებს, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ფუნქციის – „შემოწმება გადაადგილებისას“ მეშვეობით, მოწმობის 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებული წონა შეცვალოს საქონლის ფიზიკური აწონვის მონაცემების გათვალისწინებით და 44-ე გრაფაში მიუთითოს შესაბამისი კოდი კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გვერდზე – „კონტროლი გადაადგილებისას“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, ცვლილების განხორციელების საფუძველი და სხვა დამატებითი ინფორმაცია.“;

ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საბაჟო დეკლარაციაში გაცხადებულია ერთი სახეობის, კერძოდ, ერთი დასახელების (მარკა, მოდელი და ა.შ.), სეს ესნ-ს ერთი სასაქონლო ქვესუბპოზიციის შესაბამისი, იდენტურად შეფუთული, სტანდარტული უმცირესი შეფუთვის, ან შეუფუთავი (საყარი, ჩასხმით და ა.შ.) საქონელი, მისი დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობით, საქონლის რაოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. საქონლის რაოდენობა განისაზღვრება საბაჟო დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას ძირითადი ზომის ერთეულის (კგ.) მიხედვით.“;

გ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის საერთო წონის დადგენა შესაძლებელია ფაქტობრივი აწონვით ან/და საშუალო წონის დადგენით – შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით ან/და გადათვლით ან გაზომვით (თხევადი ან საყარი ტვირთების შემთხვევაში).“;

დ) 30-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დასაშვებია, ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდეს: საყარი ტვირთები, ჯართი, ცოცხალი ცხოველები, მცენარეები, სხვა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთები, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას.“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დეკლარირების კლასიფიკატორის (დანართი №2):

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება)

002

რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

003

ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

004

საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

009

პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

018

შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

 

061

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-ისგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება)

022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას (დღგ-ისგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (დღგ-ისგან და აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, დღგ-ისგან და აქციზისგან გათავისუფლება)

034

დღგ-ის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

051

მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-ისა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

625

 

2016 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

470

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

471

„თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

171

დღგ-ის დარიცხვის ვალდებულებისაგან გათავისუფლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

“;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ნაწილი 11. საქონლის შეფუთვის მდგომარეობის კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

კოდი

დასახელება

01

საყარი

11

ცილინდრი

02

საყარი გრანულირებული

12

პაკეტი

03

ჩასხმით

13

კასრი

04

შეუფუთავი

14

ამანათი

05

აეროზოლი

15

მუყაოს ყუთი

06

ტომარა

16

ყუთი

07

შეკვრა

17

სხვა

08

ჩარჩოები

18

ქვესადგამი

09

რულონი

19

ბალონი

10

შესაფუთი

 

 

 

“;

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი