დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "ახალციხეტრანსის" განცხადება - სალიკვიდაციო პროცესის მიმდინარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"ახალციხეტრანსი" |
| მიღების თარიღი | 16/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
დანართი № 1
ინფორმაცია
სს „ახალციხეტრანსის“ სალიკვიდაციო პროცესის მიმდინარეობის შესახებ
2015 წლის 10 თებერვალს სს ,,ახალციხეტრანსის“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მიღებულია გადაწყვეტილება ამ სამეწარმეო სუბიექტის სალიკვიდაციო პროცესის დაწყების შესახებ.
საზოგადოება სალიკვიდაციო პროცესს აწარმოებს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-5. 5 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი 5 მესამე პრიმა მუხლით და მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით. ყველა მოქმედება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და ინფორმაცია გადაცემულია მთავარი რეგისტრატორის კონტროლზე.
ამ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით სააქციო საზოგადოებასთან ურთიერთობაში მყოფ დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ, თუ რაიმე კონკრეტული, მატერიალური საკრედიტო მოთხოვნები გაქვთ წარმოშობილი სააქციო საზოგადოება ,,ახალციხეტრანსის“ მიმართ თქვენი მოთხოვნა წერილობითი ფორმით თანდართულ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად კანონით განსაზღვრულ ვადაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ მისამართზე – ქ. ახალციხე, თამარ მეფის ქ .№1.
სააქციო საზოგაოების საიდენტიფიკაციო კოდია – 224068210.
საზოგადოების ლიკვიდატორის მონაცემებია: ავთანდილ თელიაშვილი, პ № 47001001189.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები