„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016777
219
16/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
200090000.22.033.016777
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №219

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან  „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 831 მუხლის შესაბამისად.“.

2. 83-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

831. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითარი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითარი (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი), რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიწერება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას.

2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №32) ივსება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

3. საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონულად შევსებული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ეგზემპლარი.

4. საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ (დასახელება/სახელი, გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;  შეუსაბამობის გამოსწორების ვადა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.

5. შეუსაბამობის გამოსწორების (საქონლის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანა ან შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა ან საქონლის  ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება ან განადგურება) ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, სამართალდამრღვევს ეძლევა „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობა გამოიწვევს იმპორტიორის დაჯარიმებას „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.

7. საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილ ეგზემპლარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი და მოწმდება საგადასახადო ორგანოს ბეჭდით.

8. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის  ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

9. ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საჯარიმო ქვითრის სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (დასახელება/სახელი, გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი), საჯარიმო ქვითრის ნომერი და გამოწერის თარიღი.

10. სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეუძლია  ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

11. საჯარიმო ქვითრის შემდგენი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან 10 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).“.

3. დანართი №31-ის შემდეგ დაემატოს დანართი №32 თანდართული ფორმით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

„დანართი №32

შემოსავლების სამსახური

–––––––––––––––––––­­­­­­­­­­­­­­–––––––––––––––

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

საჯარიმო ქვითარი №_ _ 000 000 000

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ____________________________________                        2. ____________________________________

      შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                        შედგენის ადგილი

3. შემდგენი ____________________________________

                            (თანამდებობა, სახელი, გვარი)

4. სამართალდამღვევი:                                                       ა)______________________________________

                                                                         ( დასახელება / სახელი და გვარი)     

ბ) ______________________________________________________________________

                          საიდენტიფიკაციო / პირადი № 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

6. ნორმატიული აქტის მუხლი, პუნქტი:  _________________

7. ჯარიმის ოდენობა: ______________ ლარი

8. შეუსაბამობის გამოსწორების ვადა: ___________________ დღე

9. შენიშვნა: ____________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

10. სამართალდამრღვევის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა): _____________

11. ოქმის შემდგენის ხელმოწერა:_____________ 

ბ.ა.“