დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.155.016168 |
|
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის, 48-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი, მე-7 (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 (გარდა იურიდიული პირისა) ნაწილებით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.07.2015, 010250050.35.155.016167) „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემების არმქონე ტერიტორიები
|
|
დანართი №2
|
წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტირიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას:
|
ქ. წალკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები