დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016316 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სამხედრო მოსამსახურეებსა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ: ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა; ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანებით დადგენილი სანივთე ქონება.”. 2. ბრძანებას დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,51. თუ სამხედრო მოსამსახურე ან და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას სასურსათო კმაყოფაზე, მას სასურსათო ულუფის ნაცვლად მიეცემა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა, გარდა ამ ბრძანების 52 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდებისა. 52. სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ მიეცემათ: ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს; ბ) სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 15 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი სასურსათო ულუფით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაში.”. 3. მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ე) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით.”. 4. 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,61. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის “დ“ და „ე” ქვეპუნქტებში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.” . 5. 62 პუნქტი ამოღებული იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები