დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 574 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016455 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.11.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ორგანიზებას უწევს სპეციალური წოდებით მისაღები პირის სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისიის საქმიანობას; ე) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომზადება-გადამზადებაზე; განსაზღვრავს ადამიანური რესურსების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა და შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აწარმოებს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;“; გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) უზრუნველყოფს პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების გამოწერას, დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას, შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას; სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მოსამსახურეებისათვის მუშაობის დამადასტურებელი ცნობების მომზადება-გაცემას;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (მისი არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელთა მიერ მინისტრისათვის წარდგენილი სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ წინადადებების საფუძველზე სტრუქტურისა და საშტატო განრიგის (ნუსხები) პროექტებს, უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა საშტატო განრიგების (ნუსხები) მინისტრთან შეთანხმებას; კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს ასევე დასამტკიცებლად წარუდგენს კადრების მთავარი სამმართველოს სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სამსახურებრივ ინსტრუქციას კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზებაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და მისი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები) სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების სრულყოფაზე. ხელმძღვანელობს სამინისტროში საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინსპექტირების განხორციელებასა და სამსახურებრივ შემოწმებას;“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად.“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) უზრუნველყოს სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის კანდიდატთა შერჩევა, შესწავლა და პოლიციაში მიღება.“. 5. მე-8 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოამზადოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებები, უზრუნველყოს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარება და შესაბამისობაში მოყვანა;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აწარმოოს საკადრო საქმიანობის შესახებ სამართლებრივი აქტების (სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დათხოვნა, მივლინება და სხვა) მიღება-შეგროვება და სათანადო დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მასალების მომზადება და წარდგენა; სამინისტროს მოსამსახურეთა და შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 6. 81 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედ მოსამსახურეთა პატაკებისა და მოქალაქეთა საჩივრების ან/და განცხადებების განხილვა, გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავება, პირად საქმეში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და ცნობების მომზადება;“. 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (eflow) შემოსული დოკუმენტების ადრესატებთან დაგზავნას; ბ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მატერიალური სახით შემოსული ან ადგილზე მომზადებული დოკუმენტაციის დამუშავება-რეგისტრაციას და ადრესატებთან დაგზავნას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ნამსახურობის შესახებ ცნობების, შემოვლის ფურცლისა და საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაციის რეგისტრაცია-დაგზავნას; დ) უზრუნველყოფს კადრების მთავარ სამმართველოში შემოსული შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და ადგილზე მომზადებული საიდუმლო დოკუმენტაციის დამუშავებას, რეგისტრაციას და შემსრულებლისათვის გადაცემას; ე) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად; ვ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული დოკუმენტების შესრულების ვადების კონტროლს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები