„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016151
24
10/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
010340000.32.061.016151
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის  დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 29/04/2015, სარ.კოდი: 010340000.32.061.016144) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:   

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრს ან მაგისტრთან გათანაბრებულს);

ბ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

გ) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ამ ქვეპუნქტის მოთხოვნებისგან თავისუფლდება უმაღლესი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

თ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულება „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს მთავრობის 2007  წლის  2 თებერვლის №47 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“;

კ)  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის  №127 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

მ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ნ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:         

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს იურიდიულ განათლებას);

ბ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისგან თავისუფლდება მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I და III თავები);

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულება „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.

მუხლი 4

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:          

1.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას ან/და მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს; 

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I და III თავები);

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „1.1“ და „1.2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება (საარქივო ან/და საქმისწარმოების მიმართულებით);

ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;        

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;

დ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება (ბუღალტერიის, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემისა და შესყიდვების სფეროში);

გ) საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამასთან - „Etreasure“ და „ORIS“-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

დ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

ე) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (შიდა აუდიტი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საფინანსო–ეკონომიკურ ან/და იურიდიულ სფეროებში.

ბ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას იურიდიული, ეკონომიკური, საფინანსო, საბუღალტრო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბერის №644 ბრძანება „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე;

ზ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება“.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                     ვახტანგ ყოლბაია