,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016086
87
17/07/2015
ვებგვერდი, 21/07/2015
010320000.33.058.016086
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება  №87

2015 წლის 17 ივლისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 
 
მუხლი 1
  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 თავის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
,,მუხლი 24
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ერთწლიანი (პომიდორი, კიტრი, კარტოფილი) და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსები, ვაზი, ხურმა, მოცვი, კივი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა; ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების ღონისძიებები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაურ ფუტკარაძე