„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016498
83
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
100110000.22.038.016498
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №83

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური  გუნდის შემადგენლობისა  და უფლებამოსილების  განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016485, 13/07/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“;

ბ) პირველი - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“.

 მუხლი 2

დამტკიცდეს „მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა“ დანართი №2-ის და „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 3

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ამ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება და რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში გუნდი) ფორმირება. 

2. პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში დაწესებულება) დირექტორებმა (შემდგომში დირექტორი) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ამ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყონ დაწესებულებაში მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების (შემდგომში ჯგუფი) შექმნა.

მუხლი 4

გუნდმა და ჯგუფმა ამ ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებულთა რისკის პირველადი შეფასება, ხოლო სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა მათი რისკის შესაბამის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განაწილება დაასრულონ არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა.“.

გ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41

1. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველომ შემდგომი აღიცხვის მიზნით უზრუნველყოს მის ხელთ არსებული სხდომის ოქმების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ანალიტიკური დეპარტამენტისათვის გადაცემა.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებამდე გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა განხორციელდეს მსჯავრდებულთა გვარის ანბანის რიგის მიხედვით, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ აღრიცხვა გაგრძელდეს უწყვეტად, გუნდის სხდომის თარიღისა და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რიგითობის მიხედვით.“.

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი”;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.“.

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი.“.

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯგუფის წევრი ინიშნება/თავისუფლდება დირექტორის ბრძანებით.“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ჯგუფის საქმიანობის წესი

1. ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას  ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები.

2. ჯგუფი მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავების რიგითობას განსაზღვრავს  სხდომაზე. ჯგუფის სხდომას მონაცემის დამუშავების რიგითობის განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე სხვა საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად იწვევს და წარმართავს ჯგუფის უფროსი.

3. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი.

 4. ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა მოწმდება ჯგუფის ბეჭდით, რომელიც ინახება ჯგუფის უფროსთან. ჯგუფის უფროსი ვალდებულია ჯგუფის ბეჭდით დაამოწმოს ჯგუფის მიერ შედგენილი ყოველი დოკუმენტის თითოეული გვერდი ქვედა მარჯვენა კუთხეში. ჯგუფის ბეჭდის ფორმას ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

5. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს.

6. დირექტორი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გუნდისათვის გაგზავნასთან ერთად, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს უგზავნის იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა შესახებაც გუნდს გაეგზავნა ჯგუფის მიერ დამუშავებული ინფორმაცია.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ფორმით.

8. ჯგუფის წევრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. გუნდი

1. გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.

2. გუნდი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. გუნდის შემადგენლობაში შედიან: დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს წარმომადგენელი, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი.

3. გუნდი უფლებამოსილია საკითხის განხილვისას სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ექიმი,  სპეციალური ცოდნის მქონე სხვა პირი ან პირი, რომელსაც შეუძლია გუნდს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე.

4. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომის ოქმის წარმოებას ახორციელებს დეპარტამენტის  სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო.“;

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. გუნდის დაკომპლექტების წესი

1. გუნდს ქმნის დეპარტამენტის დირექტორი ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება გუნდის ძირითადი და სათადარიგო წევრები, აგრეთვე გუნდის უფროსი და მისი მოადგილე.

 2. გუნდის ძირითად და სათადარიგო წევრებს დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენენ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამმართველოების კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები.

3. გუნდის უფროსის მოადგილე უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

4. გუნდის წევრი წევრობიდან თავისუფლდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) არასაპატიო მიზეზით სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ვ) დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.“;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გუნდის წევრის უფლება-მოვალეობები

1. გუნდის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს გუნდს;

ბ) იწვევს და წარმართავს გუნდის სხდომებს;

გ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;

დ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ე) ზედამხედველობს გუნდის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) გუნდის სახელით უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ამ წესის მე-8 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. გუნდის წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს გუნდის საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს საქმის მასალებს.

3. გუნდის წევრი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

4. გუნდის წევრი ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გუნდის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

5. გუნდის წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

6. გუნდის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.“;

თ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გუნდისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების მომზადება

დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად,  სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ავსებს ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის  გუნდს.“;

ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

2. გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ.

3. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს გუნდის უფროსი.

4. გუნდი ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის რისკის ერთ-ერთი სახისადმი მიკუთვნების შესახებ. გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გუნდის უფროსის ხმა.

5. გუნდი უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები.

6. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს ამ ბრძანების დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების გზით.

7. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ  გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დეპარტამენტის დირექტორს.

8. მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი რისკის სახის დადგენის შემთხვევაში  გუნდის გადაწყვეტილების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა დეპარტამენტის დირექტორი გადაწყვეტილებას უგზავნის მსჯავრდებულს დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით. მსჯავრდებულის მიერ დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი გუნდს უკან უბრუნებს გადაწყვეტილებას ამ პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის ხელახალი დადგენის მიზნით.

9. გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.“;

კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. გუნდის წევრის თვითაცილება სხდომის გამართვის დროს

1. გუნდის წევრი ვერ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ან სხვა ახლო ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან; ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. გუნდის წევრები სხდომის დაწყებისას ეცნობიან იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა საშიშროების რისკის შესახებაც სხდომაზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები,  გუნდის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

3. გუნდის წევრის თვითაცილების შემთხვევაში, სხდომა ტარდება ამ წევრის გარეშე. აცილებული წევრის ჩანაცვლება ხდება შესაბამისი სათადარიგო წევრით. გუნდის უფროსი დაუყოვნებლივ უკავშირდება გუნდის სათადარიგო წევრს, რომელიც წარმოადგენს დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. იმ მსჯავრდებულის საკითხის განხილვა, რომლის მიმართაც გუნდის წევრმა განაცხადა თვითაცილება, გადაიდება სათადარიგო წევრის სხდომაზე გამოცხადების მომენტამდე და სხდომაზე გაგრძელდება სხვა მსჯავრდებულთა საკითხის განხილვა.

4. გუნდის უფროსის თვითაცილების შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს მისი მოადგილე.“;

ლ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის  დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.“;

მ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე

გუნდის გადაწყვეტილება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად ეცნობება მსჯავრდებულს  უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის იმავე დაწეებულებაში დატოვებისას ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, ხოლო წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა გადაწყვეტილება და საქმის მასალები.“;

ნ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასება

1. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი.

2. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მისი შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე  დირექტორი გუნდს აწვდის ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა იწყება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით და ხორციელდება ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლით განსაზღვრული წესით.

4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი  მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების შესახებ ინფორმაცია დირექტორს შესაძლოა მიაწოდოს მსჯავრდებულმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ჯგუფმა.“;

ო) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. გუნდის და დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება

გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.“.

3. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი 2 და დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 2

მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა

ნაწილი I

(ივსება ჯგუფის წევრის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ)

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №________ პენიტენციური დაწესებულება

 

1.  მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ:

1.1  სახელი_________________ გვარი_________________ მამის სახელი_________________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №____________________________________________________

1.3   დაბადების თარიღი ___________________________________________________________

1.4  დაბადების ადგილი ___________________________________________________________

1.5  ასაკი (ფორმის შევსების მომენტისათვის)_________________________________________

1.6   იურიდიული მისამართი_______________________________________________________

1.7  ფაქტობრივი მისამართი _______________________________________________________

1.8  საცხოვრებელი კორპუსი_______________________ საკნის №_______________________

 

2.   ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულისა და სასჯელის შესახებ:

2.1   განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება

__________________________________________________________________________________

2.2   განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი

__________________________________________________________________________________

2.3  დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი):____________________________________________

2.4 დანაშაულის ხასიათის მოკლე აღწერა:

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

2.5   დანიშნული სასჯელის/სასჯელების  სახე/სახეები

______________________________________________________________________________

2.6  დანიშნული სასჯელის/სასჯელების  ხანგრძლივობა

______________________________________________________________________________

2.7   ამჟამინდელი სასჯელის დასაწყისი___________ სასჯელის დასასრული __________

2.8  დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა:         წელი _______ თვე _______ დღე _______

2.9   მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა:

(ამჟამად განთავსებულ დაწესებულებაში მოთავსებიდან, ფორმის შევსების მომენტამდე)

წელი _______ თვე _______ დღე _______

 

3. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურებული ფაქტები:

 

3.1 მსჯავრდებული არის ქურდული სამყაროს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრი ___________________________________________________________________________

3.2 მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ __________________________________________________________________________________

3.3 მსჯავრდებული არის კანონიერი ქურდი ____________________________________________

3.4 მსჯავრდებულია ტერორიზმისთვის ________________________________________________

 

4. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები:

4.1 ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული

  • ‡   დიახ 

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

  • ‡   არა

 

4.2 ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული

  • ‡   დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

  • ‡   არა

 

4.3 ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

  • ‡   დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

  • ‡   არა

 

5. პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტები (არსებობის შემთხვევაში):

  •  დროებითი მოთავსების იზოლატორიდან
  • ‡ დაწესებულების დროებით დატოვებისას ან/და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას
  • ‡  გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას
  • ‡  თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან
  • ‡   პატიმრობის დაწესებულებიდან
  • ‡   ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან
  • ‡   დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
  • ‡   ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
  • ‡   დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
  • ‡   განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
  • ‡   არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან
  • ‡ გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით

 

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პირად მონაცემებთან დაკავშირებით:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

ნაწილი II

(ივსება მულტიდისციპლინური გუნდის /ჯგუფის წევრის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  მოსამსახურის მიერ)

 

6. დისციპლინური დარღვევები მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

  • ‡  ერთი შემთხვევა___________________________________________________________
  • ‡  ორი შემთხვევა____________________________________________________________
  • ‡  3 და მეტი შემთხვევა________________________________________________________

 

7. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

8. დისციპლინური სახდელების ისტორია:

  • ‡  არცერთი ბოლო 25 და მეტ თვეში
  • ‡ არცერთი ბოლო 19-24 თვეში 
  • ‡  არცერთი ბოლო 13-18 თვეში
  • ‡  არცერთი ბოლო 7-12 თვეში
  • ‡  არცერთი ბოლო 6 თვეში

 

9. წახალისების ფორმები მიმდინარე სასჯელის პერიოდში:

  • ‡  ერთი შემთხვევა_________________________________________________________
  • ‡  ორი შემთხვევა_________________________________________________________
  • ‡  3 და მეტი შემთხვევა_____________________________________________________

 

10. თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები:

  • ‡  ბოლო 1 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

  • ‡  ბოლო 5 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

  • ‡  ბოლო 10 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით:

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

ნაწილი III

(ივსება მულტიდისციპლინური გუნდის/ჯგუფის წევრის   დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ)

 

დაწესებულების მოსამსახურეთა მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ან პირადი ინიციატივით (საამისოდ სათანადო პირობების არსებობისას), მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

 

11. ჩართულობა სოციალური პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

  • ‡  ერთჯერადად ___________________________________________________
  • ‡  3 თვის განმავლობაში _____________________________________________
  • ‡  6 თვის განმავლობაში ______________________________________________
  • ‡  12 და მეტი თვის განმავლობაში _____________________________________

 

12. ჩართულობა დასაქმების პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

  • ‡  ერთჯერადად _______________________________________________________
  • ‡  3 თვის განმავლობაში ________________________________________________
  • ‡  6 თვის განმავლობაში ________________________________________________
  • ‡ 12 და მეტი თვის განმავლობაში ________________________________________

 

13. ჩართულობა სასწავლო პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

  • ‡  ერთჯერადად _____________________________________________________
  • ‡  არასრული სასწავლო კურსი _________________________________________
  • ‡  სრული სასწავლო კურსი _____________________________________________
  • ‡  სრული სასწავლო კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით__________________

 

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით:

_____________________________________________________________________________ _

______________________________________________________________________ _______ _

______________________________________________________________________________

________________________________________________________________________

 

დანართი №3

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

 

(ივსება პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ)

 

1. მსჯავრდებულის პირადი მონაცემები:

1.1 სახელი_________ გვარი_________ მამის სახელი_________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №________________

2. დამოკიდებულება კრიმინალურ სუბკულტურასთან ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან/ორგანიზაციასთან:

 

2.1 მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს, ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ, რაც დგინდება შემდეგით:

 

2.1.1  თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს, კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრობას, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობას)

_________________________________________________________________________________

 

2.1.2  ტატუირება (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრობაზე, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობაზე)

 

_________________________________________________________________________________

 

2.1.3  ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან) _________________________________________________________________________________

 

2.1.4 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებული პერიოდულად გადაადგილდება, იკვებება, ისვენებს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან  ერთად ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

 _________________________________________________________________________________

 

2.1.5 კონტაქტი (მსჯავრდებული სტუმრობს (ან მას სტუმრობენ) კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებს, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს)

 _________________________________________________________________________________

 

2.1.6 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში) _________________________________________________________________________________

 

2.1.7 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

 _________________________________________________________________________________

 

2.1.8  პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

 

_________________________________________________________________________________

 

2.1.9  მონაწილეობა, ან ასეთის მცდელობა კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში

_________________________________________________________________________________

 

2.2 მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს, რაც დგინდება შემდეგით:

 

2.2.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს)

_________________________________________________________________________________

 

2.2.2  ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

 _________________________________________________________________________________

 

2.2.3 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებული პერიოდულად გადაადგილდება, იკვებება, ისვენებს ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

 _________________________________________________________________________________

 

2.2.4 კონტაქტი (მსჯავრდებული სტუმრობს (ან მას სტუმრობენ) ტერორისტი ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი)

 _________________________________________________________________________________

 

2.2.5 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს ტერორისტის ან ტერორისტულ ორგანიზაციათა გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში, ან იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ტერორისტისგან ან ტერორისტული ორგანიზაციიდან)

 _________________________________________________________________________________

 

2.2.6 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს)

 _________________________________________________________________________________

 

2.2.7  პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

 _________________________________________________________________________________

 

3.  დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია ან პრესის, ტელევიზიის, რადიო მაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი)

 

_________________________________________________________________________________

 

4. აგრესიის გამოვლენის ფაქტები სხვა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართ _________________________________________________________________________________

 

5. დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენა/მცდელობა დამატებითი   პრივილეგიის მიღების მიზნით თავისთვის ან/და სხვისთვის

 _________________________________________________________________________________

 

6. აგრესიის გამოვლენის ფაქტები დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულებაში დროებით შესულ პირთა მიმართ

 _________________________________________________________________________________

 

7.  დამოკიდებულება:

7.1 ალკოჰოლისადმი (მათ შორის, დამზადება)

_____________________________________________________________________________________

7.2 ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე, ან დანიშნულების დარღვევით)

_____________________________________________________________________________________

7.3 ნარკოტიკული საშუალებებისადმი

_____________________________________________________________________________________

 

8. აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტები

 _____________________________________________________________________________________".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი