დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წელს ქ. თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015-ის“ სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად, მიხეილ მესხის სახელობის ,,ლოკომოტივის“ სტადიონის ფასადის, ინტერიერის, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019522 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1453
2015 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
2015 წელს ქ. თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015-ის“ სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად, მიხეილ მესხის სახელობის ,,ლოკომოტივის“ სტადიონის ფასადის, ინტერიერის, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2015 წელს ქ. თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015-ის“ სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად, მიხეილ მესხის სახელობის ,,ლოკომოტივის“ სტადიონის ფასადის, ინტერიერის, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები