დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019527 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1446
2015 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აღარ წარმოადგენს ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. №3/5-ში მდებარე უძრავი ქონების მოსარგებლეს, ხოლო აღნიშნულ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ამასთან, კომუნალური ხარჯების განცალკევება შენობის აგებულებისა და სახელმწიფო უწყებების განლაგების მიხედვით შეუძლებელია, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას განახორციელოს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. N3/5, მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის შემთხვევაში – დიზელ-გენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები