„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1065 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019531
  • Word
1442
07/07/2015
ვებგვერდი, 14/07/2015
000000000.00.003.019531
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1065 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1442

2015 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1065 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1065 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოეყოს 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი − ქ. ბათუმში მიმდინარე წლის 18-19 ივნისს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის − „საქართველოს ევროპული გზის“ − მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი − ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომპანია „მეტროსთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                       ი. ღარიბაშვილი