„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019536
  • Word
1437
07/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
000000000.00.003.019536
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1437

2015 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2.    ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის გაზსადენის, CSG2 - საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის და CSG1- საკომპრესორო სადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის გამოყენება.

3.    ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ი. ღარიბაშვილი