დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის №97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019538 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1435
2015 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის №97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის №97 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ არსებული საბაგიროების, დახრილი ლიფტისა და გონდოლის გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ტექმომსახურებასა და ტექნიკური დათვალიერების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურებასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გეგმური სამუშაოების ჩასატარებლად შეადგენს დაახლოებით 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარს;“.
2. განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ არსებული თოვლსატკეპნი მანქანებისთვის (სპეცტექნიკისთვის) და თოვლმავლებისთვის (ბურანებისთვის) საჭირო სათადარიგო ნაწილების და ტექმომსახურების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურებასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გეგმური სამუშაოების ჩასატარებლად შეადგენს დაახლოებით 310 000 (სამას ათი ათასი) ლარს;“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები