დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019540 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №143 3
2015 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების, ასევე შპს „ ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ -ის 2015 წლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი;“.
პრემიერ -მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები