დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წლის განმავლობაში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1425 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019575 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1425
2015 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
2015 წლის განმავლობაში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო ქონება - მრავალტომეულის, ენციკლოპედიის „საქართველო“, მე-3 ტომის 200 (ორასი) ეგზემპლარი მათი არსებობის ვადით, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადასცეს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები