შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019573
  • Word
1422
03/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
000000000.00.003.019573
შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1422

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 274   მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების განხორციელების მიზნით, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის სატყეო უბანში არსებულ მიწის ფართობებზე (847 642 კვ.მ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა შპს „RMG Gold“-ს განესაზღვროს 2020 წლის პირველ იანვრამდე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „RMG Gold“-მა სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის სატყეო უბნის ფახრალოს სატყეოს №22 კვარტალის №1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9 ლიტერებში (№9 ლიტერის საერთო ფართობიდან − 3 ჰა) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (847 642 კვ.მ) 2015 წლის 15 ნოემბრამდე განახორციელოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა (შეღობვით).

პრემიერ-მინისტრი   ი. ღარიბაშვილი