საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019572
  • Word
1421
03/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
000000000.00.003.019572
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1421

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა პროექტ „ბათუმი ჰიტ სეზონი - 2015-ის“  განხორციელებისათვის საჭირო 1 086 852 (ერთი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურების ნაწილის (მონაწილეთა ჰონორარები/უცხოელი შემსრულებლები - 893 432 (რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარი) შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

3. სსიპ − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდსა და ა(ა)იპ − ბათუმის კულტურის ცენტრს შორის 2015 წლის 25 ივნისს გაფორმებული №89 ხელშეკრულების მიმართ (1 086 852 (ერთი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ი. ღარიბაშვილი