სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019571
  • Word
1419
03/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
000000000.00.003.019571
სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1419

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების, გეოლოგიური, ტერიტორიის ლანდშაფტისა და ჰიდროლოგიური კვლევისა და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ი. ღარიბაშვილი