დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019567 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1415
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახით და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის (წარმოდგენილს სამინისტროს სახით) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) უზრუნველყოს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება და კომპანია „Pomagalski“-ის მიერ დაპროექტებისა და კვლევების დაწყებისათვის საჭირო მონაცემების მომზადება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადარიცხული თანხის (180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი) ოდენობით.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები