დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019562 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1410
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბუნებრივ გაზზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით და შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად:
1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთარი სახსრებით განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებები.
2. ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით, ხელი შეუწყონ გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები