დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ თბოელექტროსადგურის გაწყობა-გაშვების და მიღება-ჩაბარების პროცესში საჭირო ტექნიკურ-საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019560 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1408
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ თბოელექტროსადგურის გაწყობა-გაშვების და მიღება-ჩაბარების პროცესში საჭირო ტექნიკურ-საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს თბოელექტროსადგურის გაწყობა-გაშვების და მიღება-ჩაბარების პროცესში საჭირო ტექნიკურ-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები