სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019549
  • Word
1405
03/07/2015
ვებგვერდი, 14/07/2015
000000000.00.003.019549
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1405

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 და №2 დანართებში მითითებული უძრავი ქონება და №3 დანართში მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „თელასს“ (ს/კ 202052580).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი