დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1404 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019558 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1404
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს:
ა) ინფორმაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების განხორციელების თაობაზე;
ბ) სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი;
გ) სს „საქართველოს რკინიგზასა“ და ILF-სა და DBI-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი.
სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებების გაფორმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები