დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019557 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1403
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება ქ . თბილისში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სპორტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები