დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „თბილისი - ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში, „თბილისი 2015“ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019555 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1401
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „თბილისი – ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში, „თბილისი 2015“ – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „თბილისი – ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში, მიეცეს უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას „თბილისი 2015“ – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის, ფესტივალის სიმბოლოს – „ხოხობი“ პნევმო კონსტრუქციების მოწყობის მომსახურების შესყიდვა, 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები