დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ − თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019554 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1399
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ − თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ − თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 35 300 (ოცდათხუთმეტი ათას სამასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები