დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019553 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1398
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო), ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს აეროპორტებში (თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები) შემოსული უცხოელი ვიზიტორებისათვის საჩუქრად გადასაცემი ბოთლის ღვინის შესყიდვასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები