დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1397 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019552 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1397
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზოგიერთმა მხარჯავმა დაწესებულებამ (დანართი) დააყენა საკითხი მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხების მიმართვის თაობაზე.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული მხარჯავი დაწესებულებების წინადადებების საფუძველზე, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 1 557 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოუყოს 1 557 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა განახორციელოს ეტაპობრივად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი
(ათას ლარებში)
| დასახელება | შესამცირებელი თანხა ( ათას ლარებში ) |
| საქართველოს პარლამენტი | 1,000.0 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 367.0 |
| საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი | 50.0 |
| სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 50.0 |
| სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქ. გორის მუნიციპალიტეტში | 50.0 |
| სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო | 35.0 |
| სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში | 5.0 |
| სულ | 1,557.0 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები