დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019547 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1394
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „სუფთა წყალზე“ (ს/ნ: 205150655) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების №00980 ლიცენზიაში და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს დღე-ღამეში 10 კუბური მეტრის (ჩამოსასხმელი) და 30 კუბური მეტრის (საყოფაცხოვრებო) მოცულობით.
2. ლიცენზიის მფლობელი, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადაიხდის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებულ თანხას, 46 922 (ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოცდაორი) ლარს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები